LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეს უსამძიმრებს

225

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტების დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და ქვეყნის ხელისუფლებას უსამძიმრებს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 9 აპრილს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ქ. ტანტასა და ქ. ალექსანდრიაში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოპულალურები