LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს პასუხობს

62

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის განცხადებას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვს ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდებს.

“ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრონველსაყოფად”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ პრერმიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გუშინ უპასუხა. “კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გარღმავებასთან დაკავშირებით” – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.

როგორც პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის  მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რომ ის მზად არის ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუცია.

პოპულალურები