LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.9 %-ით გაიზარდა

115

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.9 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9563.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 2439.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7124.1 მლნ. აშშ დოლარი (8.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 4684.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები