LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა

28

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის შესახებ 2017 წლის იანვრის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობისთვე, აქედან, ექსპორტი 177 მილიონი დოლარი იყო (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 474 მლნ დოლარი (15 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2017 წლის იანვარში 298 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები