LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენები გაიზარდა

53

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქაერონავიგაცია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2016 წელს “საქაერონავიგაცია” 128 126 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაიზარდა, საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი (24 480), ასევე სატრანზიტო რეისების (97 691) რაოდენობაც.

ცნობისთის, “საქაერონავიგაცია” საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის.

„ევროკონტროლის მონაცემებით, ფრენების რაოდენობის ზრდა მომავალ წლებშიც შენარჩუნდება. ეს ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს კომპანიას. სწორედ ამიტომ, 2017 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება უახლესი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების ექსპლუატაცია და თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის მუდმივი ზრდა,“- აცხადებენ შპს „საქაერონავიგაციაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები