LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტები დანერგეს – რა სარგებელს ნახავენ მგზავრები

59

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“, რეგიონში პირველმა, საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტები დანერგა. კომპანიის ინფორმაციით, თავისუფალი მარშრუტების კონცეფცია გულისხმობს ფრენებს შემოსვლის წერტილიდან პირდაპირი ტრაექტორიით გასვლის წერტილზე, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოს სააერნაოსნო კრებულში (AIP).

როგორც ”საქაერონავიგაციაში” აცხადებენ, თავისუფალი მარშრუტების დანერგვა საქართველოსა და მთლიანად ევროპის რეგიონში:

  • გაზრდის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასა და შეამცირებს შეფერხებული ფრენების რაოდენობას;
  • დაზოგავს სანავიგაციო მომსახურების საზღაურებს საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის;
  • საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს, შეარჩიონ უმოკლესი მარშრუტი და დაზოგონ საწვავი;
  • 10%-ით შეამცირებს საჰაერო მიმოსვლის შედეგად გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას გარემოზე;
  • აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს, მომავალი გამოწვევების შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები