LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა 8.18%-ით იმატა

65

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 22.55%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.71%-ით არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 951 218 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.94%-ით (510 897 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 9 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 513 732 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 19.94% ით (85 418 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 38.73%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 450 417 მგზავრი – 125 740 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში;

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 2 618-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 18 837, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 689, ხოლო ჩარტერების 2 148. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.14%-ს შეადგენს.

8.18%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ცხრა თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 109 032, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 949 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები