LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა”

93

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მთავარი თემა იყო „ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება“.

დღესდღეობით, საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვისა და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის ძალიან საინტერესოა არაერთი ფაქტორის გამო, რომელთა შორისაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების, შემდეგ კი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ა.შ. რაც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უდავო უპირატესობებია. „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტის, მთავარი დანიშნულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების წახალისებაა. ასე რომ, საქართველოსთვის „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ არის „საქმიან ქალთა გაერთიანების“ და “საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც თბილისში უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიებას 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, მათ შორის, ტოპ მენეჯერები, მეწარმეები, წარმატებული ორგანიზაციების დამფუძნებლები და პოტენციური ინვესტორები; აგრეთვე, ქუვეითის პრინცესა, შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰს და ნიგერიის დედოფალი ზაინაბ ოტიტი ობანორს, რომლებიც საქართველოს სპეციალურად ფორუმის ფარგლებში სტუმრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები