LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა

69

Fitch – მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი დაუდასტურა – საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა, პროგნოზით სტაბილური.

სარეიტინგო სააგენტო საქართველოში წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, მსგავსი პროგნოზი აქვს Fitch-ს მომდევნო ორი წლისთვისაც. ინფლაციის პროგნოზს რაც შეეხება, წელს ის 5.6%-ია. ინფალციის ზრდას სააგენტო გაზრდილ გადასახადს უკავშირებს. 2018 წელს სააგენტო სამომხმარებლო ფასების ინდექსის 3.5% -იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2019 წელს 3%-იანს. 

ამასთან, Fitch აღნიშნავს, რომ აპრილში საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის მიხედვითაც საქართველო IMF-სგან რეფორმების მხარდასაჭერად $285.3 მილიონს მიიღებს. პროგრამის მთავარი მიზანი საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური კონსოლიდაციის მიღწევაა, ამასთან სტრუქტურული რეფორმების გატარება, შიდა დანაზოგების შექმნა და სავალუტო რეზერვების გაძლიერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები