LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის განაგრძობს

90

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის, ხელმძღვანელობით, აშშ-ში ვიზიტის განაგრძობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ვაშინგტონში სენატორ კორი გარდნერს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი იყო.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სენატორ კორი გარდნერს რეზოლუციის მხარდაჭერა სთხოვეს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღოს და დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სენატორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციას. მსგავსი რეზოლუცია უკვე მიღებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სენატშიც მსგავსი დოკუმენტის ორპარტიული მხარდაჭერა მოხდეს – როგორც რესპუბლიკული პარტიის, ასევე დემოკრატების. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ სენატორი დაინტერესდება ამ საკითხით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეურთდება იმ ხელმომწერთა სიას, რომლებიც უკვე მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ამერიკის მაღალი პოლიტიკური წრეების მიერ ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვნი იქნება,“ – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამეტო დელეგაციის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის, განცხადებით, აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მკაცრი რეზოლუციების მიღება მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები