LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობს

83

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში მონაწილეობს. ასამბლეის სხდომა დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიხსნა. სესიის მთავარი თემაა: „უთანასწორობის აღმოფხვრა: ღირსების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის“.

დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ასამბლეის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან საქმიანი კონტაქტების პარალელურად, ქართული მხარე რეზოლუციების პროექტების შემუშავებაში იღებს მონაწილეობას.

საპარლამენტთაშორისო კავშირის 136-ე ასამბლეა 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები