LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საზღვაო კურორტებს მილიონობით ყაზახი ნახავს

109

საქართველოს საზღვაო კურორტებზე გადაღებულ სიუჟეტს მილიონობით ყაზახი იხილავს- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყაზახი ჟურნალისტები ეწვივნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდიის „მიტრაფილმის“ გადამღები ჯგუფი საქართველოს შესახებ გასართობ-შემეცნებით გადაცემას ამზადებს, რომელიც ყაზახეთის რამდენიმე სატელევიზო არხზე გადაიცემა და მილიონობით მაყურებელი იხილავს. 

პრესტურის ფარგლებში ყაზახმა ჟურნალისტებმა თბილისი, მცხეთა, გორი, ბორჯომი, ქუთაისი და ბათუმი დაათვალიერეს. სატელევიზიო სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს საზღვაო კურორტებს და ქართულ კულინარიას დაეთმობა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის 7 თვეში ყაზახეთიდან საქართველოს 32 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.7%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები