LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შეტევა მოუსუსტდა: შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა

24

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. შეკრებაზე გამოძახებული თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდნენ. შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო სერბეთთან მატჩს ისედაც ტოვებდა და მხოლოდ ლატვიასთან განაცხადში იყო. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად შეკრებაზე ორი ფეხბურთელი გამოიძახა. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან დაგეგმილ ეროვნული გუნდის შეკრებას, ყაზახეთის “ატირაუს” წევრები უჩა ლობჟანიძე და ვლადიმერ დვალიშვილი შეურთდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა სერბეთთან და ლატვიასთან მატჩში:

მეკარეები: გიორგი ლორია – კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე – მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე – ტორპედო (ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე – ესბიერგი (დანია), სოლომონ კვერკველია – ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია – ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა – ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი – ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე – ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი – ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე – ატირაუ (ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა – რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია – ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი – გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი – დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე – სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი – დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი – ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური – ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე – გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე – შახტარი (უკრაინა)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი – ატირაუ (ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა – ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია – რაპიდი (ავსტრია)

მატჩების განრიგი:

საქართველო – სერბეთი 24 მარტი, 21:00 საათი, “დინამო არენა”
საქართველო-ლატვია 28 მარტი, 18:00 საათი “დინამო არენა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები