LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს”

87

“საქართველოს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს”–ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან შეხვედრისას თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ქვეყანას ასევე შეუძლია სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, რასაც  ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით განახორციელა. ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCFTA-ის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის  ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის  ბაზრის გახსნას, ამასთან საქართველო მიმზიდველი  სავაჭრო პარტნიორი გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  მერძევეობის და მეცხოველეობის, კერძოდ ჯიშობრივი გაუმჯობესების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. თურქეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს   გაუზიაროს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით აქვს.  შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოდან თურქეთში ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის ექსპორტის საკითხები.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, თურქეთის რესპუბლიკის  სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სურსათისა და კონტროლის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირისადასაგარეოსაქმეთა  ურთიერთობების გენერალურიდირექტორატის, თურქეთისსაქონელწარმოებისასოციაციისდა საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.