LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობასა და მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქე რუსეთში დააკავეს

60

ეკატერინბურგის საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო ძებნაში მყოფ 33 წლის უზბეკეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობასა და მკვლელობაშია ბრალდებული, პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გამოცემა Znak.com-ს ადგილობრივი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

გამოცემის ინფორმაციით, ძებნილი ქალი ეკატერინბურგის პოლიციამ ჯერ კიდევ 23 სექტემბერს დააკავა, ახლა კი, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Znak.com წერს, რომ უზბეკეთის მოქალაქე 2012-2013 წლებში ბათუმში საკუთარი თანამემამულეების პროსტიტუციით დაკავების იძულებაშია ბრალდებული. ამავდროულად, ქართველი ძალოვნების მტკიცებით, ინტიმური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ის გოგონებს დასჯით ემუქრებოდა.

გამომძიებლების მტკიცებით, ერთ-ერთ გოგონას მან მუქარა აუსრულა და საკუთარი თანამემამულე მოკლა, რომელიც პოლიციისთვის ყველაფრის მოყოლას აპირებდა.

უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული და ოცდახუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები