LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაეზარდა

48

საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაეზარდა. ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 237 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარტის მაჩვენებელი 2017 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალია.

მარტში საქართველოს 579 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა. აღნიშნულ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით გაიზარდა.

სებ-ის ანალიტიკური ანგარიშების მიხედვითვე, 2018 წლის პირველ სამ თვეში, ტურიზმიდან 561 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 2.753 მლრდ დოლარი მიიღო, წელს კი 3 მილიარდის მიღებაა დაანონსებული.

წყარო: gbc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები