LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უელსი და ავსტრალია შეხვდა: ბორჯღალოები კიდევ ორ მეტოქეს ელოდებიან (ვიდეო)

95

იაპონიის ქალაქ კიოტოში 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად სხვადასხვა კალათში განთესილი გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები განთესილი გუნდებიდან კი უელსი და ავსტრალია იქნებიან. ხოლო დანარჩენი მეტოქეთა ვინაობა ოკეანეთიდან და ამერიკიდან გაირკვევა.

ჯგუფი A: ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, ევროპა 1, პლეიოფის გამარჯვებული.

ჯგუფი B: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, იტალია, აფრიკა 1, რეპეშაჟის გამარჯვებული.

ჯგუფი C: ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, ამერიკა 1, ოკეანეთი 2.

ჯგუფი D: ავსტრალია, უელსი, საქართველო, ოკეანეთი 1, ამერიკა 2.

 

 

ოკეანეთის შესარჩევი ტურნირი ამა წლის ივნისში სრულდება და ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს (ფიჯი, სამოა და ტონგა), ხოლო მესამე ევროპის შესარჩევი ჯგუფის მეორეადგილოსანთან პლეი ოფს ითამაშებს (დაახლოებით 1 წლის შემდეგ);

ამა წლის ივნისში გაირკვევა ამერიკა 1-ც (შტატები ან კანადა), დამარცხებული მეორე საგზურისთვის სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულს პლეი ოფში შეხვდება;

გაისად მარტში გახდება ცნობილი ევროპის შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული, ასევე მეორეადგილოსანი, რომელიც წყნარი ოკეანის მესამე გუნდს პლეი ოფში შეერკინება (რუმინეთი, ესპანეთი, რუსეთი და გერმანია);

დანარჩენი ორი საგზური აფრიკის შესარჩევი ტურნირის და საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟის გამარჯვებულ გუნდებს ერგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები