LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უფრო მეტი კომპანია რეგიონული წარმომადგენლობის ადგილად განიხილავს – პრემიერი

38

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბიზნესსექტორთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. მისივე თქმით, უმხსვილესი საერთაშორისო კომპანიები იმ სავაჭრო შეთანხმებების კომბინაციით არიან დაინტერესებულნი, რომელიც საქართველოს ევროპასთან, სამეზობლოსთან და ჩინეთთან აქვს გაფორმებული.

„საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანა, ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით განიხილება უფრო და უფრო მეტი კომპანიის მიერ, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის ადგილი სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში.

შევხვდით მსხვილ გლობალური მასშტაბის ინდურ კომპანია „ვაიპროსს“. ბიზნეს აუთსორსინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, როცა საქართველოდან სერვისების ექსპორტს ახდენს და ამ მიმართულებით ვისაუბრეთ, ასევე, არის ამერიკული უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანია „ჰილუდი“, რომელთანაც ასევე ვისაუბრეთ საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის და ლოჯისტიკური ცენტრის გახსნის თაობაზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კომუნიკაციაში მათთან დადებით შედეგს მივაღწევთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს პროგრესი აბსოლუტურად ყველამ აღნიშნა,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები