LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვინაობა უკვე ცნობილია

39

2018 წლის იანვარ – აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება. მათი ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.1%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარს (21.0 %-ით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ – აგვისტოში 3 807.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 1 508.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 13.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი პარტნიორების სამეული ასეთი: აზერბაიჯანი (298.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (280.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (182.4 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (939.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (599.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (582.5 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (1 121.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (879.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (727.3 მლნ. აშშ დოლარი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები