LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

93

1 სექტემბრიდან საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

პირველ ეტაპზე შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს, ნორვეგიასა და ისლანდიას შორის, ხოლო საქართველოს, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინის შორის ძალაში შევა შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის მიერ, შეთანხმების რატიფიცირებიდან 3 თვის შემდეგ.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე.

შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საქონლით ვაჭრობა, მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში, ინტელექტუალური საკუთრება, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენცია, ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

შეგახსენებთ, საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 27 ივნისს ქ. ბერნში, (შვეიცარიის კონფედერაცია) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში, მოეწერა ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები