LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

125

საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების 25-ე წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, ორმა ევროპულმა ქვეყანამ მყარი საფუძველი ჩაუყარა მჭიდრო და მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომლებიც ისტორიულ კავშირებსა და ისეთ საერთო ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობა, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა, ასევე საერთო ინტერესებს. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

“ვადასტურებთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და დივერსიფიცირებას, ჩვენს შესაბამის ქვეყნებსა და ევროპის კონტინენტზე დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში.