LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება

104

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. ამის შესახებ განცახდებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერბეთის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიხეილ ჯანელიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება და აღნიშნა, რომ სერბეთის მთავრობა აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას უახლოეს დღეებშივე მოახდენს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ასევე, განხილეს საქართველოსა და სერბეთის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სერბეთის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები