LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული – გიორგი კვირიკაშვილი

35

საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის რთულ გზაზე ისაუბრა.

მან ევროპული ღირებულებების, დემოკრატიული სტანდარტების ერთგულებისა და რეფორმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა საერთო ისტორიასა და ღირებულებებზე, ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია აღმოსავლეთ ევროპაში სტრატეგიულ ბალანსს ძირს უთხრის და მთელ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას ემუქრება . მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მანამდე კი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო რეჟიმის შემოღებით, როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენმა ქვეყნებმა გამოამჟღავნეს უდიდესი მიზანმიმართულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრობისთვის ბრძოლაში და ჩვენი გადაწყვეტილება, ამ მხრივ, შეუქცევადია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები