LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და უკრაინის წევრობის საკითხს ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს – იენს სტოლტენბერგი

40

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით,“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ამ ქვეყნების წევრობის საკითხს ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს. არავის საქმე არაა, შეეცადოს, ჩაერიოს ამ პროცესში ან რამენაირად ვეტო დაადოს,“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ „რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს აყალიბებდეს და წყვეტდეს, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მისმა მეზობლებმა“.

იენს სტოლტენბერგმა, ასევე, განაცხადა, რომ „ნატო-მ ადაპტირება უნდა მოახდინოს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც რუსეთი უზარმაზარ ინვესტიციებს დებს თანამედროვე აღჭურვილობაში და სამხედრო ძალის გამოყენება სურს თავისი მეზობლების წინააღმდეგ“.

„ჩვენ ეს საქართველოში ვიხილეთ, ჩვენ დღეს ამას უკრაინაში ვხედავთ,“ – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები