LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2015 წლის შემდგ უფილტრო სიგარეტის მოხმარება გაიზარდა

81

საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2015 წლის შემდეგ იზრდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს ინდუსტრიაზე გაცემული აქციზური მარკების სტატისტიკაშია ასახული.

სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს 25.6 მილიონ უფილტრო სიგარეტის კოლოფზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს 79 მილიონზე, ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემების მიხედვით, უფილტრო სიგარეტის კოლოფებზე უკვე 40 მილიონი აქციზური მარკაა გაცემული.

სტატისტიკის მიხედვით, მას შემდეგ რაც აქციზის საფასური გაძვირდა, ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება შემცირდა. კერძოდ, 2014-15 წლებში 450-460 მილიონი ფილტრიანი სიგარეტის კოლოფიდან რაოდენობა 2017 წელს 318 მილიონ კოლოფამდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები