LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2016-2017 წლების ყველაზე წარმატებულ კომპანიებს გამოავლენენ

76

მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია ,,გორბის“ ორგანიზებით, 14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, 2016-2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონიალი გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში, გამოვლინდება 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი და  საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ღონისძიების დღეს, რეიტინგში მონაწილე კომპანიები კენჭის ყრის საფუძველზე  თავად დაასახელებენ.

წელსაც, ტრადიციულ  მე-18  ბიზნეს-რეიტინგში, 2016 – 2017 წ. საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

”პროექტის ფარგლებში წელს კვლავაც სიახლეა, წარმოჩინდებიან და დაჯილდოვდებიან განათლების, მედიცინის, ინფრასუქტურის საერთაშორისო პროექტების განმახორციელებელი ლიდერი კომპანიები.

შეგახსენებთ, რომ მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსი”  და საზოგადოებრივი აზრისა დამარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბი”, ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

პროექტის მხარდამჭერები არიან:

  • ქალაქ თბილისის მერია
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • სოფლის მეურნეობის სამინიტრო
  • ენერგეტიკის სამინისტრო
  • ფინანსთა სამინისტრო
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო

პროექტის პარტნიორები არიან:

  • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  • საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პლატა
  • საპაერტნიორო ფონდი
  • თანაინვესტირების ფონდი

მედია პარტნიორები:

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  2. იმედი
  3. რუსთავი 2
  4. იბერია
  5. TV პირველი
  6. საფერავი TV
  7. სტარვიზია
  8. მუზიკბოქსი
  9. მაესტრო
  10. ფორტუნა
  11. ავტორადიო
  12. ობიექტივი
  13. თბილისელები
  14. ჯორჯიან თაიმსი
  15. ჯორჯია თუდეი
  16. კვაკასიან ბიზნესვიკი
  17. რეზონანასი
  18. პრაიმთაიმი
  19. ქართული სიტყვა
  20. სვაბოდნაია გრუზია
  21. ბიზნეს მედია
  22. ვერსია
  23. Kvira.ge
  24. News.ge
  25. For.ge
  26. Georgianpress.ge
  27. Expressinfo
  28. Newsgeorgia
  29. NewsDay
  30. Geotimes.ge
  31. Reportiori.ge
  32. Award.com.ge

პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

წლების მანძილზე  ბიზნესრეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

  1. TBC  ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე
  2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია
  3. ყაზბეგი – გოგი თოფაძე
  4. ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე
  5. GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე
  6. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი
  7. შპს თბილავიამშენი – პანტიკო თორდია
  8. TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე
  9. გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი
  10. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი
  11. ჯეოსელი – ოსმან თურანი
  12. ჯეოსელი – ოსმან თურანი
  13. ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
  14. სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი
  15. საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური
  16. ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე
  17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი

გასული წლის საუკეთესო ინვესტორი გახდა „ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი“.

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებენ მონაწილეობას.

კვლევა ტარდება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაზე დაყრდნობით, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 ((ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში) და მეტი შეაქვთ. საუკეთესო ინვესტორს კი წელსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ასევე, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები