LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2018-2019 წლებში 220-ზე მეტი განთავსების ობიექტი გაიხსნება

41

ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ციფრებში გამოხატული შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობის შედეგია, რომ საქართველოში იზრდება საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა, ვითარდება და ფართოვდება აეროპორტები და მიმდინარეობს ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების სწორი განაშენიანების გეგმების შედგენა. მინისტრის განმარტებით, ეს არის ძალიან დინამიური პროცესი, რომელიც საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ ტურიზმმა ქვეყანაში მეტი შემოსავლები მოიტანოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.

„2017 წელს შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ტურისტი იყო. უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. სწორედ ეს გვიბიძგებს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა ინვესტორებისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლების განმავლობაში, საქართველოში გაიხსნა 200-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 13,700-ზე მეტი საწოლი ადგილით; ხოლო 2018-2019 წლების განმავლობაში იგეგმება 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები