LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2018 წლის HYUNDAI Santa FE 15 ათასით გაიაფდა

223

„ჰიუნდაი ავტო საქართველო” მომხმარებელს HYUNDAI Santa FE-ს 2018 წლის მოდელზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც „ფორტუნას” კომპანიაში განუმარტეს, აღნიშნული მოდელის შეძენა HYUNDAI Santa FE-ს მოყვარულებს, 1 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე 15 ათასი ლარით იაფად შეუძლიათ.

„ეს არის Santa FE-ს მიმდინარე წლის მოდელი, რომელიც აქამდე 91 800 ლარი ღირდა, ამ ეტაპზე კი მისი ყიდვა 76 800 ლარადაა შესაძლებელი”,- განმარტეს „ჰიუნდაი ავტო საქართველო”-ში.

ცნობისთვის, HYUNDAI Santa FE-ს შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს: არის 5 ადგილიანი, აქვს 200 ცხენის ძალა, 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ძრავი: 2.199სმ³, დიზელი 16 სარქველი, 4 ცილინდრი CRDI. რაც შეეხება საწვავს, მისი ხარჯი ქალაქსა და ქალაქგარეთ შემდეგნაირია: 12,3 /6,9.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები