LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 21 დასახელების ნაყინი შემოწმდა: რა შედეგები დაიდო?

312

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ქართული წარმოების სხვადასხვა დასახელების ნაყინი შეამოწმა. პათოგენურ მიკროორგანიზმებზე – სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს, მათ შორის, ვანილის, ჭიქის, საოჯახო, კაკაოს, ყავის, შოკოლადის, ხილის, ესკიმო და ა. შ. სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებულ პროდუქციას.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არცერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით.

ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სალმონელა (Salmonella) არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

ნაყინის კვლევის შედეგები ხელმისაწვდომია ლინკზე: http://nfa.gov.ge/ge/inspeqtirebis-shedegebi/wliuri-angarishebi

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები