LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 630 ათას ადამიანზე მეტი ცენტრალური წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს

108

“საქართველოს რეგიონებში, სამწუხაროდ, 630 ათას ადამიანზე მეტი გვყავს ცენტრალური წყალმომარაგების და კიდევ უფრო მეტი  24 საათიანი წყალმომარაგების გარეშე ,” – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა GWP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2013-17 წლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, ქსელების განვითარებისთვის 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, წელს მიმდინარე სამუშაოებისთვის 230 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, შემდგომი 2 წლის განმავლობაში კი ეს თანხა 600 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

მინისტრი თქმით 2020 წლის ჩათვლით, წყალმომარაგების ქსელს სხვადასხვა რეგიონში, 430 ათასი ახალი აბონენტი დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები