LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ADB-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

79

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო ეწვია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის მანძილზე, ეს არის ბანკის პრეზიდენტის პირველი, მაღალი დონის და საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი.

უწყების ცნობითვე, მაღალი დონის სტუმარს მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე. სტუმარი იმყოფებოდა „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სადაც გაეცნო საბაჟო და გაფორმების პროცედურებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, დედაქალაქის მერთან. ADB-ის პრეზიდენტი გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

შეგახსენებთ, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები