LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი 9 ინოვაციური პროექტი განხორციელდება

43

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ ცხრა გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. თითოეული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, პროგრამა საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად ხორციელდება და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

გამარჯვებულთა შორის მოხვდა განაცხადები, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. პროექტები მრეწველობის, მომსახურების, სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ და სხვა სფეროებს მოიცავს. თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობის ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას.

შეგახსენებთ, „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის პირველი შესარჩევი კონკურსი ამა წლის ივნისის თვეში გამოცხადდა. 720 განაცხადიდან ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსება 36-მა, ხოლო მაღალტექნოლოგიურ ნაწილში 20 პროექტმა მიიღო. ნოემბერში საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს” პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღება განაახლა. პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებული პარტნიორთა შეთანხმებას აფორმებს, რომლის საფუძველზეც მათი დაფინანსება მოხდება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო. „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა ხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება ხდება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები