LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ამინდი გაუარესდა – ზღვაზე 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება

142

ზღვაზე 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, – ამის შესახებ “ფორტუნას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს.

როგორც სინოპტიკოსი დოდო გვაზავა აცხადებს, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი.

“წვიმა დასავლეთ საქართველოში ღამით დაიწყო, ზოგან ძალიან დიდი ნალექია აღნიშნული, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაძლიერებულია დასავლეთის მიმართულების ქარი. ცივი ჰაერის მასები დღის განმავლობაში გავრცელდება. ნალექი დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად 20-25 გრადუსამდე დაიკლებს,” -აცხადებს სინოპტიკოსი დოდო გვაზავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები