LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

27

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით დასავლეთ საქართველოში დღეს წვიმს, მაღალმთასა და მთაში თოვს, მათ შორის მესტიასა და ხულოში. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღის ბოლოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვლი.

დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი წამში, ზოგან 17–22 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოში დღეს დღისით ჰაერის ტემპერატურა 9–15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი, თბილისში –13 გრადუსი.
7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 11–16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი იქნება, თბილისში –13 გრადუსი.

8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

9 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ასევე, ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი, ზოგან კი 17–22 მეტრი წამში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები