LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჩამოვა

76

31 ივლისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი შედგება, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

“სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შედგა შეხვედრა მაიკ პენსთან და ამ შეხვედრის დროს ბატონი ვიცე-პრეზიდენტი მე მოვიწვიე საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასე მოკლე პერიოდში დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა – 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება საქართველოს მიმართ. სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდანვე, ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პოპულალურები