LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩეხეთის ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

65

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს  თანამშრომლება, საქართველოში შემოსვლისას, პრაღის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ა.ტ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  “დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43 T 23/2005 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს”.

ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები