LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, დაახლოებით, 15 000 ქალზე ორსულობის დროს ფიზიკურად ძალადობდნენ – კვლევა

79

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ( UNWOMEN) ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს განუცდია. საქართველოში მასშტაბით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის.

UNWOMEN-ის დოკუმენტის მიხედვით, მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი ან წიხლი. იმ ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. მათგან 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.

“ძალიან მძიმე პირობებში ვიყავი. მცემდნენ, აგრეთვე, ქმარი მაუპატიურებდა ორსულობის დროს, რის შედეგადაც დამეწყო სისხლდენა და ექიმებმა იეჭვეს ძალადობის შესახებ, ვინაიდან ასეთი სიმპტომები არ იყო ნორმალური“, – ამბობს კვლევის რესპონდენტი ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად, პროექტის ფარგლებში “ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა”  ჩაატარეს.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი, 47 შეხვედრას მოიცავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები