LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

36

საქართველოში დრეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს.

ეს აკრძალვები ძირითადად ეხება წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას.

“საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

გარდა ამისა, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.

ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება და შესაბამისად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.