LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დღეს მიწისძვრა ორჯერ მოხდა

113

საქართველოში დღეს მიწისძვრა ორჯერ მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა პირველად 9.27 საათზე მოხდა და ეპიცენტრი ქობულეთში მდებარეობდა. სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.

მეორე ბიძგი კი რამდენიმე წუთის წინ, 10.05 საათზე მოხდა, ეპიცენტრი შავ ზღვაში მდებარეობდა და სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.