LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

78

საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრიც კვლავ ქვემო ქართლის რეგიონში იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 15:07 საათზე მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დმანისის დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ სოღუთლოდან 12 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პირველი მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 10:32 საათზე დაფიქსირდა. 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფოკადან 8 კმ-ში მოხდა.

პოპულალურები