LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ძაღლისა და კატის საკვების წარმოება იწყება

304

საქართველოში შინაური ცხოველების იმპორტირებულ საკვებს ადგილობრივი ჩაანაცვლებს. თბილისში აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება.

როგორც ”ფორტუნას” ბიზნეს-იდეის ავტორმა, ანდრია გვიდიანმა განუცხადა, საწყის ეტაპზე საწარმო მხოლოდ ძაღლის საკვებს გამოუშვებს, მალევე  დაიწყება კატის საკვებ პროდუქციაზე მუშაობაც.

”ჩემმა სტარტაპმა მოიპოვა დაფინანსება სახელმწიფო პროექტ ”სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში. დაწყებული მაქვს თანამშრომლობა საპარტიონო ფონდთან, ვაზუსტებთ ქარხნის მოწყობასთან დაკავშირებულ დეტალებს.  ჩინეთიდან გამოვიწერეთ დაზგა-დანადგარები, რომლებიც საწარმოში დამონტაჟდება. რაც შეეხება წარმოებას, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოდან დავიწყებთ”, – განმარტა გვიდიანმა და აღნიშნა, რომ საწარმოსთვის ფართის დაქირავებას გეგმავს. წარმოების გაზრდისა და წინსვლის შემდეგ კი უკვე საკუთარ ქარხანასაც ააშენებს.

რაც შეეხება პროდუქციის გასაყიდ ფასებს, როგორც სტარტაპის შემქმნელმა განაცხადა, ისინი კონკურენტუნარიანი იქნება. ”შინაური ცხოველების საკვები სრულად იმპორტირებულია, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი პროდუქცია იმპორტირებულზე იაფი ეღირება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადგილზე წარმოებით ჩვენ საკმაოდ ბევრ ხარჯს დავზოგავთ,”- აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

მისივე ინფორმაციით, სტარტაპის შექმნის მთავარი მიზანი იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლებაა. ამასთან, წარმოების გაზრდის შემდეგ, ქართული წარმოების შინაურ ცხოველთა საკვები პროდუქცია ექსპორტზეც გავა. თავდაპირველად კი მისი რეალიზაცია თბილისსა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქებში განხორციელდება.

ქარხანა, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე შევა, 10-15 ადამიანს დაასაქმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები