LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

55

8 მაისს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი სეტყვასაც ელოდებიან.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები