LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა

36

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა და 11573,6 მილიონი კვტ. სთ შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (გასულ წელთან შედარებით 4,0%-ით ნაკლები), 296,5 ათასი ტონა ქვანახშირი (გასულ წელთან შედარებით 3,1%-ით ნაკლები) და 6,6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (გასულ წელთან შედარებით 42,1%-ით ნაკლები).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში წარმოებულია 2052,2
ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 3,4%-ით ნაკლები).

ენერგორესურსების მოხმარება გასულ წელთან შედარებით იძლევა შემდეგ სურათს: ელექტროენერგიის მოხმარებამ 2016 წელს შეადგინა 10486,5 მლნ.კვტ.სთ (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 5,9%-ით). ბუნებრივი გაზის მოხმარებამ შეადგინა 2125,7 მლნ.კუბ.მ (გასულ წელთან შედარებით შემცირდა 6,8%-ით). ნავთობპროდუქტების მოხმარება გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 12,6%-ით.

რაც შეეხება საქართველოში 2016 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურას, სტრუქტურაში უდიდესი წილი (63,6%) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (24,3%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან.

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 37,1% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29,9%) და ელექტროენერგია (19.2%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 8,1%-ს წარმოადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 5,7% მოდის ქვანახშირზე.

სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,5%. 2016 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 29,4% მოდის შინამეურნეობებზე, 17,9% – მრეწველობაზე, 2,6% – მშენებლობაზე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაზე 0,7%, ხოლო დარჩენილი 13,9% – კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები