LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ექსპორტის საკრედიტო სააგენტო იქმნება

77

საქართველოს მთავრობამ, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის შესახებ, კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდს საშუალება ექნება დააფუძნოს სააგენტო, რომელმაც პროდუქციის ან მომსახურების ექსპორტის ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკები უნდა დააზღვიოს.

სააგენტო ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევით, ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებითა და, ზოგადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლოებით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, სააგენტოს დახმარებით ექსპორტიორები გადაწყვეტენ მათ წინაშე მდგარ ძირითად პრობლემებს, კერძოდ, შეძლებენ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობის სწრაფ აღმოფხვრას. სააგენტო აღნიშნული მიზნით შესთავაზებს ექსპორტიორ კომპანიებს საექსპორტო დაზღვევას და ასევე გარანტიებს, რომლებიც დამატებითი უზრუნველყოფის როლს შეასრულებენ კომერციული ბანკებიდან საბრუნავი სახსრების მოზიდვის დროს.

საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოსაქციათა 100%-იანი წილის მფლობელი  სსსაპარტნიორო ფონდიიქნება. სააგენტოს კაპიტალის სახით, ფონდი პირველი სამი წლის განმავლობაში, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სამი თვის ვადაში მოხდება სააგენტოს დაფუძნება, რის შემდგომაც ის სადაზღვევო ლიცენზიას მიიღებს და მასზე  სადაზღვევო რეგულაცია გავრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები