LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ერლენდ ლუ და მიშელ უელბეკი ჩამოვლენ

149

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივით, საქართველოს ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ და ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვევიან. წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, მწერლების შეხვედრა საქართველოში მაისსა და ივნისში გაიმართება.

მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოდის. უელბეეკი ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველთან და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს. სპეციალურად ორივე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი ჩამოდის.

ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მწერალი ესტუმრება მის ქართულ გამომცემლობას და შეხვედრას გამართავს მკითხველთან წიგნის მაღაზიაში სანტა ესპერანსა. 31 მაისს კი გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი.

ცნობისთვის, ერლენდ ლუ ნორვეგიაში ძალიან წარმატებული და აღიარებული მწერალია, მას და მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოშიც. ერლენდ ლუს რომანებიდან ქართულად ნათარგმნია “ნაივური, სუპერი” და “დოპლერი”.

მიშელ უელბეკის წიგნებია: “მორჩილება”, “რუკა და ტერიტორია”, “კუნძულის შესაძლებლობა”, “პლატფორმა” და სხვ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აპირებს, აღნიშნული პროექტი ტრადიციად აქციოს და ბაზრობის პროგრამაში ყოველწლიური ხასიათი მიაღებინოს.

პოპულალურები