LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS იწყება

31

საქართველოში გრანდიოზული ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS იწყება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პროექტი Discount Week-ი 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ფასდაკლების კვირეულში ჩართულია 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი. განთავსების ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ.  ფასდაკლების კვირეული მოიცავს: თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას.

ფასდაკლების კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შიდა და საერთაშორისო ტურისტებისათვის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებით სარგებლობას. ფასდაკლების კვირეულის მიზანია არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები