LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გირჩის მურაბის ბიზნესი დაფინანსდა

117

საქართველოში გირჩის მურაბის წარმოება დაფინანსდა. „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, მიკრომეწარმე ელიზა გოგოლაძის გირჩის მურაბის ბიზნესმა 5 000 ლარით მიიღო. ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში, ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, დაფინანსების შემდეგ კი ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბური ააშენა.

არსებული ინფორმაციით, გაფართოების შედეგად, პროგრამის ბენეფიციარმა მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა და საკუთარი პროდუქციის განვითარების მიზნით მონაწილეობა მიიღო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ მარკეტინგულ მხარდაჭერაში და აღნიშნული მარკეტინგული მომსახურების მეშვეობით, მიკრომეწარმემ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება მოახდინა და წარმოებული პროდუქცია “გუდვილის” ქსელში განათავსა.

შეგახსენებთ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების გაწევის გზით, რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით. ბოლო მონაცემებით, მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები