LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია

442

საქართველო იმ ქვეყნების სათავეშია, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ამერიკული სააგენტო Vox წერს, რომ ყოველ წელს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 6.5 მილიონი ადამიანი კვდება, მათ უმეტესობას სიმსივნე და გულის სხვადასხვა დაავადება უვითარდებათ. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც განმარტებულია, რა საფრთხეს უქმნის ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს.

კვლევაში მოცემულია დიაგრამა, რომელიც ასახავს, რომელ ქვეყანაშია ჰაერი დაბინძურებული ისე, რომ ფატალური შედეგები გამოიწვიოს. ქვეყნები 100 ათას ადამიანზე სიკვდილის მაჩვენებლის მიხედვით არის დალაგებული და გოგირდის დიოქსიდს (SO2),ნიტროგენის ოქსიდების (NOx) და ჰაერში არსებული სხვა მავნე ნივთიერებების ნაერთით გამწვეული გარდაცვალების  შემთხვევებს მოიცავს.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო და ბულგარეთი სიის სათავეში არიან, თუმცა ჰაერის დაბინძურების მსხვერპლი რაოდენობრივად ჩინეთსა და ინდოეთში მეტია, რადგან ამ ქვეყნებში მეტი ადამიანი ცხოვრობს.

როგორ მოხვდა საქართველო სიის სათავეში, კვლევაში განმარტებული არ არის, თუმცა ჰაერის ხარისხის ექსპერტი ტიმ კოვაჩი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ძველი, დიზელზე მომუშავე მანქანაა, რომელსაც მომწამვლელი გამონაბოლქვი აქვს. ამასთან, საქართველოში არ არის განვითარებული მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა,  მოსახლეობას საკუთარი მანქანებით უხდება გადაადგილება. ქართველების უმეტესობა კი მეორად მანქანებს ყიდულობს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული. მანქანების უმეტესობა დიზელის საწვავზე მუშაობს.

ამასთან, Vox წერს, რომ საქართველოში არ მოწმდება მანქანების მდგომარეობა,  გამონაბოლქვი. მანქანის მფლობელები ხსნიან დაზიანებულ კატალიზატორებს და აღარ ამაგრებენ ახალს. გზებზე არ არის მოწესრიგებული მოძრაობა, ხშირად იქმნება საცობები, ყველა ეს ფაქტორი კი ჰაერის დაბინძურებას უწყობს ხელს.

Screen Shot 2016-06-27 at 12.38.11 PM

პოპულალურები