LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იაპონიიდან მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება

74

ქ. ტოკიოში საქართველოსა იაპონიას შორის, ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა.

მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, დელეგაციაში ასევე იყვნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთახმება პროექტის ძირითად ტექსტზე, რის შემდეგაც ორივე მხარე დაიწყებს ტექნიკურ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას. მოლოდინია, რომ შეთანხების გაფორმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ორივე ქვეყანაში მომდევნო წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდგომაც, მოხდება შეთანხმების ხელმოწერა.

საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ეკონომიკა (მდ-5 ადგილი მშპ-ს მიხედვით) და წამყვანი მაღალტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია მასთან პარტნიორული კავშირების გაძლიერება და გაღრმავება.

„იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში იაპონიიდან მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.

ამასთან, იაპონიის მიერ საქართველოში ინვესტიციები პირველად 1997 წელს განხორციელდა. 2007-2017 წლებში იაპონიიდან საქართველოში შემოსულია დაახლოებით 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები