LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იაპონიის საელჩო რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

111

საქართველოში იაპონიის საელჩო რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იაპონია ღრმა მწუხარებას გამოხატავს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით და კვლავ ადასტურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით, რომელიც აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის როგორც საქართველოსთვის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის.

იაპონიის საელჩოს განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები